მერკელი: მე პოროშენკოს მხარეს ვარ, მაგრამ ევროპა რუსეთთან კავშირს არ გაწყვეტს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თვლის, რომ მიუხედავად პრობლემისა, რომელსაც რუსეთი მთელს მსოფლიოში ქმნის, მისი იზოლაცია დაუშვებელია – ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. მერკელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ “2014 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეიცვალა” – კანცლერმა უკრაინაში რუსული აგრესია იგულისხმა. ამავე დროს, კანცლერი თვლის, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დიალოგის შენარჩუნება, არამედ, პუტინის რუსეთთან პარტნიორობა. “გეოსტრატეგიულ ევროპას უფლება არა აქვს რუსეთთან ურთიერთობა შეწყვიტოს” – ხაზგასმით თქვა მან. “ცხადია, მე ბატონ პოროშენკოს მხარეს ვარ, მაგრამ საკითხებიც, რომელიც “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს” ეხება, ასევე, მნიშვნელოვანია ჩემთვის” – განმარტა მერკელმა და დაამატა: “რუსეთის გაზი რუსეთის გაზად დარჩება, რუსეთი კი ჩვენს პარტნიორად დარჩება” – გერმანიის კანცლერმა თქვა.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ვატიკანის ელჩს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს