მერკელი: ევროპაში არ შეიძლება უკანონოდ გადაკვეთო საზღვარი

გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი გუშინ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მოსკოვის უკრაინაში პოლიტიკის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა და გაიხსენა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აღმოსავლეთ უკრაინაში გავრცელებული მოვლენების გამო შემოიღო. მან თქვა, რომ ევროპაში არავის აქვს უფლება, უკანონოდ გადაკვეთოს საზღვრები.
მერკელის თქმით, ის გაოგნებული იყო შეტყობინებით იმის შესახებ, რომ რუსულმა ტანკებმა უკრაინის ტერიტორია გადაკვეთეს. მერკელმა განაცხადა, რომ რუსი სეპარატისტების გამო ერთი დღეც კი არ არსებულა, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ იმოქმედა.
ამავე დროს, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული სანქციების გაუქმება გერმანიის ინტერესებში ისევეა, როგორც რუსეთის – “მე უკიდურესად დაინტერესებული ვარ იმაში, რომ რუსეთს სანქციები გავუუქმოთ” – თქვა მერკელვა და დაამატა, რომ ეს მოხდება მაშინათვე, როცა რუსეთი მინსკის ხელშეკრულების ყველა პუნქტს შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიახალ ზელანდიაში 500 ძროხის გაქრობის ფაქტს იძიებენ
შემდეგი სტატია“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა