შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის
მოქალაქე ფ.მ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის
ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად
დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია
შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი და მაკრონი უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისმა კომისიამ მთავრობისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო