მერიაში გარემოს დამცველებისა და ნინო სულხანიშვილის შეხვედრისას ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

მერიის შენობაში, გარემოს დამცველების და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სულხანიშვილის შეხვედრის დროს ხმაური იყო. ერთ-ერთი მოშიმშილე ელენე მალაშევსკი კი შეუძლოდ გახდა. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდა.

ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

პარტიზანი მებაღეების წევრმა ნატა ფერაძემ, უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დროს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასწრაფო ბრიგადების ადგილზე მობილიზება.

პარტიზანი მებაღეების წევრებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს, რადგან მათი განცხადებით, ის წინასაარჩევნო პოპულიზმს ემსახურებოდა.

პარტიზანი მებაღეები, ყაზბეგზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ისინი ნინო სულხანიშვილის გადადგომისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურის შეცვლას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“დირსის” თანამშრომლები 3 თვის ხელფასს ითხოვენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტ “მე და კონსტიტუციის” მონაწილეებს შეხვდა