გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტ “მე და კონსტიტუციის” მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის “მე და კონსტიტუცია” მონაწილეებს შეხვდა და მათ სერთიფიკატები გადასცა.

პროექტი “მე და კონსტიტუცია” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია “დემოკრატიის ლაბორატორიამ” განახორციელა.

პროექტის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს.
პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა.
პროექტი მოიცავდა სამ ეტაპზე და განკუთვნილი იყო საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელთათვის.

კონკურსის პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ევალებოდათ 2 წუთიანი ვიდეორგოლის მომზადება კონსტიტუციის თემაზე. პირველ ეტაპში მონაწილეობა მიიღო 500-მა გუნდმა, მეორე ეტაპზე საქართველოს 11 რეგიონიდან შეირჩა 102 გუნდი.
2016 წლის 7-8 მაიისს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ფინალი,სადაც საბოლოოდ სამი გამარჯვებული გამოვლინდა. მესამე ადგილი დაიკავა კახეთის რეგიონის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის გუნდმა,რომლის წევრებს საჩუქრად გადაეცათ პლანშეტური კომპიუტერები. მეორე ადგილი დაიკავა სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლის გუნდმა,რომლის გუნდის წევრებიც დაჯილდოვდნენ ლეპტოპებით.

ხოლო, პირველ ადგილზე გასული გუნდი თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლიდან გაემგზავრა პარიზსა და სტრასბურგში. გამარჯვებულებმა მოინახულეს ევროპის სასახლე და ევროპული საბჭო.

banner
წინა სტატიაშიმერიაში გარემოს დამცველებისა და ნინო სულხანიშვილის შეხვედრისას ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია საკრებულოში 26 აგვისტოს მივა