“დირსის” თანამშრომლები 3 თვის ხელფასს ითხოვენ

ხმაური იყო დღეს ისანში ლეიბორისტული პარტიისა და კომპანია დირსის თანამშრომლების მიერ გამართულ აქციაზე. ინციდენტი მუშებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა. აქციის წევრებს ტერიტორიაზე კარვის გაშლა სურდათ, რისი საშუალებაც არ მიეცათ. სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები 3 თვის ხელფასს ითხოვდნენ.

“მუშებმა, რომლებმაც პატიოსნად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, იმუშავეს ობიექტზე და ჩააბარეს, მილიარდელი კომპანია არ უხდის კუთვნილ ხელფასს და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს, კორუფციულ გარიგებაში შესულია მილიონერ კომპანიასთან“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ.

დასაქმებულების ბრალდებებს დირსის წარმომადგენელმა უპასუხა.

“გონიო 2010-მა უნდა გადაუხადოს თავის თანამშრომლებს ხელფასი. ჩვენ გვაქვს დავალიანება 43 ათასი ლარის ოდენობით და მათაც აქვთ იგივე თანხით, ცოტა მეტიც დავალიანება ჩვენს მიმართ. სანამ ეს არ გასწორდება, ალბათ გონიო ვერ უხდის ხელფასს თავის თანამშრომლებს“ – განაცხადა კომპანია დირსის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაში“განზრახულია, რომ “ახალ მემარჯვენეებს წაგვართვან ჩვენი ნომერი” – მამუკა კაციტაძე
შემდეგი სტატიამერიაში გარემოს დამცველებისა და ნინო სულხანიშვილის შეხვედრისას ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა