მერე იტყვიან ხელისუფლებამ “დედა გვიტირაო” – ზურაბ ჯაფარიძე ბიზნესმენებს “თიბისი ბანკის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საბჭოთა “ცეხავიკების” ფსიქოლოგიის ბიზნესმენები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ერიდებიან – ზურაბ ჯაფარიძე ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, “თიბისი ბანკის” საქმეზე დუმილის გამო აკრიტიკებს. “გირჩის” დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ დღეს ბიზნესმენები მხარს არ დაუჭერენ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს და არ გამოხატავენ ღიად საკუთარ პროტესტს, მაშინ შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდნენ მსგავსი პრობლემების წინაშე.

ზურა ჯაფარიძე მოუწოდებს ბიზნესმენებს, ნუ დაელოდებიან ხელისუფლების შეცვლას და ღიად ისაუბრონ იმ საქმეზე, რომელსაც სამართლებრივ დავასთან კავშირი არ აქვს.

“ძალიან ცალსახაა, რომ ამ ადამიანებთან სახელმწიფო არ არის მართალი, ეს არის სამართლებრივი დავა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბავი. ქართველ ბიზნესმენებს რომ ეძახიან, ვინც ქართული ბიზნესის სახელით გამოდიან ხოლმე ტელევიზორში და აპრავებენ ხოლმე ძირითადად მთავრობის სხვადასხვა ინიციატივებს იმათმა ხმა ამოიღონ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და დაუდგნენ იმ ადამიანებს გვერდით, ვინც მათი ბიზნესსპარტიონერები არიან. ესენი სინამდვილეში არანაირი ბიზნესმენები არ არიან. არიან საბჭოთა “ცეხავიკების” ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებიც წლებია შეკრული არიან სხვადასხვა ხელისუფლებებთან იმისთვის, რომ მიიღონ პრივილეგიები,”- ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე მოუწოდებს ბიზნესმენებს, ნუ იქნებიან შიშში და ღიად ისაუბრონ ქვეყანაში არსებულ ბიზნესზეწოლაზე.

“ისიც მესმის, რომ ისტორიული გამოცდილება უჩვენებთ,რ ომ ასე ჯობს გააგრძელონ ვიდრე ის რომ ბრძოლაში გადაეშვნენ თავით, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გააგრძელონ როდემდე შეიძლება შიშში იცხოვრონ , ოღონდ მეც არ შემეხოს ვიღაცა. ისევ არიან მოლოდინის რეჯიმში და მერე გამოლაგდებიან და იტყვიან,რომ წინა ხელისუფლებამ დედა გვიტირა და ა.შ, ახლა ამოიღონ ხმა, ახლა აქვს ამას ფასი,“ – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშირომ მივიღოთ კანონი, აიკრძალოს 140 კგ-ს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში ან მინისტრად არჩევა, თქვენ ვერასდროს გახდებოდით მინისტრი – გოცირიძე ლევან დავითაშვილს
შემდეგი სტატიალიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში