ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 7, 2019 16:04

ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში

საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, – ეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

დალია გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას.

მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის.

დალია გრბაუსკაიტეს განცხადებით, როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება. დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველოს საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება მას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 7, 2019 16:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,754
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics