,,მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო”

region
: region მაისი 13, 2019 14:43

,,მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრა, თეა წულუკიანმა განუცხადა პასუხად კითხვაზე, რატომ ეთქვა მერაბიშვილს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაცვის მხარეს ჩაბარდა, სადაც მიზეზიც არის მოცემული.

„ასეთი იყო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჩაბარებული აქვს უკვე და მოტივაციაც შეგიძლიათ იქ იხილოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაიკითხოს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ერთადერთი ნაწილია, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა.

„რაც შეეხება გაყვანის ეპიზოდს, ამ ეპიზოდზე იცით, რომ არის ერთადერთი ნაწილი „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, რომელიც საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და სწორედ ამ ერთ ნაწილში მინისტრთა კომიტეტის ეგიდით განახლდა შარშან გამოძიება. ბუნებრივია, რომ თავად ვანო მერაბიშვილიც იქნება მორიგჯერ გამოკითხული. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ნაწილს, იქ ყველა ეპიზოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა და რეალურად, მინისტრთა კომიტეტის დონეზე ეროვნულ ფარგლებში სამუშაო არაფერია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მიმდინარე წლის აპრილში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა. მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

region
: region მაისი 13, 2019 14:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics