ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოშორებაზე სახელმწიფო იზრუნებს – წულუკიანმა ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი გამოყო

ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. შესაბამისი მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზეთთან” გაფირმდა. წულუკიანის თქმით, ამ თანხით მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარისთვის მოხდება ტატუს მოშორება.

მინისტრის თქმით, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის აუცილებელია, რომ მათ ტატუ მოიშორონ, რაშიც სახელმწიფო დაეხმარებათ.

ამას გარდა, მინისტრმა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფებს მოუწოდათ, რომ არ გაიკეთონ ტატუები. პატიმრებისთვის ტატუების მოშორებას არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზეთი” უზრუნველყოფს, რომელთანაც სახელმწიფომ მემორანდუმი გააფორმა.

„ჩვენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთთან“ ხელი მოვაწერეთ საგრანტო პროგრამის შესახებ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმ მიზნით, რომ ყოფილ პატიმრებს და იმ არასრულწლოვნებს , რომლებიც თბილისის და ქუთაისის საპყრობილეებში არიან, ან რეაბილიტაციის დაწესებულებაში არიან ნომერ მე-11 დაწესებულებაში, მოიცილონ მათ ის ტატუ, რომელიც მათ ხელს უშლის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს ეძებენ და იგონებენ იმისთვის, რომ როგორ გაიკეთონ კუსტარულად თვითონ ტატუ, ეს ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მე მათ უნდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი, იმიტომ, რომ ეს შემდეგ არ არის ადვილი მოსაშორებელი პასტით და მელნით გაკეთებული, ამიტომ, ჩვენ ამ თანხად, 48 ათას ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ, რომ მოვაშოროთ ტატუ,“ – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო”
შემდეგი სტატიარა პირობებს სთავაზობს განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს ?!