შსს-ს აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია

შსს-ს აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება გაზრდილი, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული, 170 პროცენტით გაიზარდა რეაგირება მოძრაობის დაწყების, განლაგების ან/და მანევრირების წესის დარღვევაზე; 89,6 პროცენტით არის გაზრდილი საპატრულო პოლიციის რეაგირება უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებაზე რეაგირებას, შსს-ს ცნობით 66 პროცენტით არის მომატებული რეაგირება; 53,3 პროცენტით გაიზარდა საპატრულო პოლიციის რეაგირება მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობაზე; ღვედის გამოუყენებლობაზე პოლიციის რეაგირება 33,2 პროცენტით, ხოლო საგზაო ნიშნის/მონიშვნის დაუმორჩილებლობა 13,2 პროცენტით არის მომატებული.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები 16,1 პროცენტით შემცირდა. შემცირებულია დაშავებულთა რაოდენობაც და ის 23,3 პროცენტს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8 პროცენტით შემცირდა.

banner
წინა სტატიაში2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება
შემდეგი სტატია,,მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო”