მერაბ ბლადაძე: „შსს-ს გენერალური ინპექციის უფროსი გასაშვებია!“

„დროა, ძალოვან სტრუქტურებში „დიდი წმენდა“ დაიწყოს! ამოვიდა ყელში მათი უკანონობა!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე წერს. მისივე თქმით, უკანონობს „დაბალი რანგის“ პოლიციელები კი არა, მაღალი თანამდბეობის პირები ჩადიან. ბლადაძის აზრით, პირველ რიგში, გენინსპექციის უფროსი უნდა შეიცვალოს.
„ძალიან კარგია, რომ მაღალ ეშელონებში „გაიგონეს“ და გადაწყვიტეს „ცვლილებების დროა“!!! ბევრი საინტერესო კომენტარი წავიკითხე, საღი აზრით გაჯერებული, ბევრი მლიქვნელური…. ბერას მხარდამჭერი კომენტარის შემდეგ (ყოჩაღ, ბერა, მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, კარგი გაზრდილიაო), გაჩნდა ახალი კასტა, რომელსაც სხვა სახელი ვერ შევურჩიე, გარდა „ტექნიკური მლიქვნელებისა“… ჰოდა, ამ „ტექნუკურმა მლიქვნელებმა“ ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს – მოწოდებით გამოდიან და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, ვიმეორებ, მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ „პოლიციის „ნაციონალებიდან“ ჩარჩენილი პოლიციელებისგან გათავისუფლებას“…
მინდა, შეგახსენოთ, რომ მოქმედი პოლიციელების 95% „ნაციონალების“ დროიდან მუშაობენ, ანუ ისევ დაბალი რანგის პოლიციელებზე უნდა გადატყდეს ჯოხი.
ჩემი ბოლო ორწლიანი ბრძოლის გამოცდილებით, რომელიც მწამებელ, ცრუ ჩვენების მიმცემ, იარაღისა და ნარკოტიკის ჩამდებ პოლიციელების წინააღმდეგაა მიმართული, მხოლოდ სამი „დაბალი რანგის“ პოლიციელი შემხვდა, დანარჩენები გაცილებით მაღალი თანამდებობის მუშაკები არიან… წმენდა მაღალი ეშელონებიდანაა დასაწყები და, პირველ რიგში, გენერალური ინპექციის უფროსია გასაშვები. ასევე, ის პროკურორები, რომლებსაც პოლიციის ზედამხედველობა ავალიათ…. შეიხედეთ მათ თაროებზე და მოქალაქეებისაგან შესულ უამრავ საჩივარს აღმოაჩენთ, რომელსაც მტვერი ადევს… თავმოყვარეობა თუ გააჩნია ვინმეს, თავისით უნდა მიხვდეს, რომ წასვლის დროა!
მართლაც, დროა ძალოვან სტრუქტურებში „დიდი წმენდა“ დაიწყოს! ამოვიდა ყელში მათი უკანონობა!“- წერს მერაბ ბლადაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ახალი ეროვნული იდეა და მას ,,არა ჩადებას” ჰქვია
შემდეგი სტატიათურქეთის ქალაქ ვანის მერიამ ტერორისტებს ხიდი აუშენა