,,ბირჟა მაფიას”-ს მხარს ვუჭერთ ყველა:
კალაძე, ქოცები, ნაცები, ბერა,
,,ბირჟა მაფიას”-ს მხარს უჭერს ყველა!!!
როგორც იქნა მოვძებნეთ ერის გამაერთიანებელი, ახალი ეროვნული იდეა და მას ,,არა ჩადებას” ჰქვია.
რუსთაველზეც დავიჩოქეთ, სანთლებით ცაც გავანათეთ, ,,ტაშკენტიდან მოდის ქარავანიც” დავაგუგინეთ და რაც მთავარია, ძალიან პრიმიტიული ამბავი, ის რომ პოლიციელებმა წამალი არ უნდა ჩაუდონ ახალგაზრდებს, მარიხუანას მოხმარება-შენახვისთვის არ უნდა დააპატიმრონ და სამაგალითოდ არ უნდა დასაჯონ, ეროვნული იდეის დონეზე ავიყვანეთ და როგორც იქნა გავერთიანდით!
ასე რომ, ,,ვაშა ამ ახალ საქართველოს”-,,არა ჩადებას”
კახა მიქაია