მექსიკაში სამი მშობლისგან პირველი ბავშვი გაჩნდა

მექსიკაში სამი მშობლისგან პირველი ბავშვი გაჩნდა

6მექსიკაში, 2016 წლის აპრილში დაიბადა ბავშვი, რომლის ჩასახვა მესამე პირის მიტოქონდრიალური დნმ-ით მოხდა – ჟურნალი New Scientist-ი წერს. ეთიკური ნორმების გამო, წარმატებული ცდის შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა ინფორმაცია.
“სამი მშობლის” მეთოდი ქალი-დონორის მიტოქონდრიის დნმ-ის დედის კვერცხუჯრედში გადანერგვაში მდგომარეობს, შედეგად, ბავშვი მიტოქონდრიალურ დნმ-ს მესამე მხარისგან მიიღებს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს დედის მხრიდან მუტაციური ზეგავლენის ალბათობას გამორიცხავს, რომელსაც ისეთი დაავადებების გამოწვევა შეუძლია, როგორიც არის დიაბეტის სინდრომი ან სიყრუე.

ოპერაცია მექსიკაში ამერიკელმა ქირურგმა ჯონ ჩანმა ჩაატარა. აშშ-ში მსგავსი მეთოდი დაშვებული არ არის.
ჩანს იორდანელმა წყვილმა მიმართა – მათ ორი შვილი ლეის სინდრომით დაეღუპათ, რაც მემკვიდრეობითი დაავადება.
ოპერაციის დროს, ჩანმა ქალი-დონორის მიტოქონდრიის დნმ-ი დედის კვერცხუჯდერში გადაიტანა, რომლითაც სინდრომის განვითარების შესაძლებლობა მოისპო. დღეს ბავშვი ხუთი თვის არის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ნეგატიური ფაქტორები არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრეზიდენტის სიტყვებზე უკრაინელების ჰოლოკოსტში მონაწილეობაზე, კიევი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: თეთრი ძაფით ნაკერი საფრთხეები დასავლეთში არ პრავდება