“მეორე დღეა უკრაინაში განვითარებული მოვლენები ბრიუსელში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია” – სალომე სამადაშვილი

„ბრიუსელში მეორე დღეა უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“ – ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს საკითხი ევროპარლამენტში განიხილა “ევროპის სახალხო პარტიამ“.

“ასევე ეს საკითხი დაისვა ქალბატონ მოგერინისთან და გუშინ დეტალურად განიხილა ეს საკითხი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების წარმომადგენლებთან. ფაქტიურად, არ არსებობს ეჭვი ბრიუსელში, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო ცდილობს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე განახორციელოს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ. ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია დღეს ევროპაში,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა” – დეკანოზი მამალაძე
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს