„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
მათ მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, ხელისუფლებამ გაიგოს საზოგადოების პოზიცია, რომ ისინი არ შეეგუებიან ოლიგარქიულ მმართველობას. მათივე განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირპროპორციულია ერთმანეთთან, რაც აზიანებს ორივე ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, აწყობს რუსულ მხარეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ პარტიის მოქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რუსთაველის გამზირზე მსვლელობის გამო გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

banner
წინა სტატიაში“მეორე დღეა უკრაინაში განვითარებული მოვლენები ბრიუსელში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება