მელიტოპოლთან რუსებს სამხედრო ტექნიკა ააფეთქეს

ოკუპირებულ მელიტოპოლში ააფეთქეს ტექნიკა, რომელიც დამპყრობლებს 4 დღის განმავლობაში მოჰქონდათ, -ამბობს ქალაქის ლეგიტიმური მერი ივან ფედოროვი.

“გუშინ, 6 აპრილს, დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე, აფეთქებები გაისმა მელიტოპოლსა და მელიტოპოლის რაიონში – სოფელ ვესელოეში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტერს ოთხი დღე ზედიზედ მოჰყავდა იქ თავისი აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა.
ამის გაკეთებას მტერი ამ სოფელში გათიშული მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის დროს ცდილობდა, რომ ჩვენს მოსახლეობას არაფერი შეეტყობინებინა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და სპეცსამსახურებისთვის. მაგრამ ამის დამალვა შეუძლებელი იყო,-თქვა ფედოროვმა.

banner
წინა სტატიაშირუსებისგან გაწმენდილ კიევო-პეჩერის ლავრაში წირვას მიტროპოლიტი ეპიფანე აღავლენს
შემდეგი სტატიაჯონ კირბი – მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები