“ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების სოლიდარობას” – განცხაება ცოტა ხნის წინ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუენტებმა გაავრცელეს.
ახალგაზრდები რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კანონის უკან გაწვევამდე აუდიტორიებში არ შევლენ.
“დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ვეწინააღმდეგებით კანონს , რომელიც გვაშორებს დასავლურ სამყაროს და უგულებელყოფს ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი.
აიეტის სტუდენტების დიდი ნაწილი ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების სოლიდარობას პროტესტს სახელით “არ გამოვცხადდეთ აუდიტორიებში”. მოვუწოდებთ სხვა უნივერსიტეტებს შემოგვიერთდნენ, ძალა ერთობაშია.
საქართველოს ხელისუფლება ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებისკენ მიჰყავს, რაც, საბოლოოდ, ყველაზე მეტად ისევ სტუდენტებს, მშრომელ ადამიანებსა და მოწყვლად ჯგუფებს დააზიანებს.
სტუდენტები ყოველთვის ვიდექით და ახლაც ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს.
არა რუსულ კანონს, კი ევროპას, – ნათქვამია განცხადებაში.