ჯონ კირბი – მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები

~

„მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

ეს განცხადება კირბიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომ უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს.

banner
წინა სტატიაშიმელიტოპოლთან რუსებს სამხედრო ტექნიკა ააფეთქეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, არსენ ქეცბაია ემსხვერპლა