მელია – მინდა მივმართო ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ჩაგიტყდეთ

ახლა მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ეს თხელი ყინული ჩაგიტყდეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუკი თქვენ ამას იკადრებთ, რა თქმა უნდა, რეაქცია იქნება ადეკვატური და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით საკადრის პასუხს გაგცემთ თქვენ ძალიან მშვიდობიანად. ამაღელვებელია ჩემთვის ეს წუთები, ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს სჯეროდა, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, მაგრამ კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი და დარწმუნდა ათი ათასობით და მეტი თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ისტორია დაიწერებოდა და მათ ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად ისტორია დავწერეთ,“- განაცხადა მელიამ.

მან ამასთანავე, საზოგადოებას ფონიჭალაში მდებარე იმ უბნების შედეგები გააცნო, სადაც ხმის დათვლის პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ სამივე უბანში, სადაც მათ ოპოზიციაში ყოფნის დროს, აქამდე ჯერ არ გაუმარჯვიათ, ახლა გაიმარჯვეს.

„ვინაიდან ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს, იქ ხმები არის დათვლილი და მინდა პირველადი შედეგები მოგაწოდოთ, მაგალითისთვის, კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულება, მჯერა, აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად. იქ, სადაც ადამიანის უხილავი ხელი ვერ ერევა, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ხდება,“ – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ლაცაბიძე – ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა – მე ვიქნები ყველას მერი
შემდეგი სტატიაცესკო – ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინა