ნინო ლაცაბიძე – ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა – მე ვიქნები ყველას მერი

ეგზიტპოლის შედეგებით ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა. თუმცა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგების გამოცხადებას – ახლა იწყება დათვლის პროცესი და ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

“ველოდით გამარჯვებას, ყველაფერს ვაკეთებდით, როგორც საარჩევნო კამპანიის, ასევე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, რომ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევა შეგვძლებოდა, რომელზეც ჩვენ მათთან ვსაუბრობდით.

მადლობა თითოეულ რუსთაველს, იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება განაწყენებული იყო, მათ, ვისაც ეს პოლიტიკური პროცესები ძალიან დამღლელად ეჩვენება, მოვიდა და უკვე მეორედ ნდობა გამომიცხადა. ამიტომ მე ვიქნები ყველას მერი და დავიწყებ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, ვინც ოპოზიციურ პარტიას დაუჭირა მხარი და ოპოზიციურ კანდიდატს. რუსთავი არის მეგობრობის ქალაქი თუ ჩვენ არ გავერთიანდებით ამ ქალაქში, ის ყველა განვითარება რაც ჩვენი შვილებისთვის გვინდა, არ გვექნება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია – აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ამომრჩეველმა მოახერხა და დაამაარცხა ძალადობა, ზიზღი, სიბინძურე და უსამართლობა
შემდეგი სტატიამელია – მინდა მივმართო ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ჩაგიტყდეთ