ცესკო – ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9% შეადგინა

ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის მეორე ტურში მონაწილეობა 1 024 406-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 49,9%-ია.

ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლების 47,7%-მა, რაც 478 642 ამომრჩეველია.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ რაჭა-ლეჩხუმშია – 59,9%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მცხეთა-მთიანეთშია – 43,2%.

banner
წინა სტატიაშიმელია – მინდა მივმართო ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძესა და კალაძეს – ძალიან თხელ ყინულზე დასეირნობთ, ბატონებო და არ მინდა, რომ ჩაგიტყდეთ
შემდეგი სტატიაწოწერია – ოპოზიციური არხების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია