მელია კობიაშვილზე: თავს მოვიჭრი, განცხადების ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ შესწევს

“თავს მოვიჭრი, რომ ბატონ კობიაშვილს არ შესწევს უნარი, ერთი აბზაცის დაწერისაც კი, რაც გავრცელდა განცხადების სახით”. – ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ნიკა მელია ქართული ოცნების წევრის, ლევან კობიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“კობიაშვილის განცხადება ჩემთვის სამარცხვინო იყო. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრებაში ვერ დაწერს ამ განცხადებას. ვერასოდეს ვერ დაწერს ამ განცხადებას. 10 აკადემია რომ დაამთავროს, ადამიანს ეტყობა, რომ ამის დამწერი არ არის”. – ამბობს მელია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე და არა ახლა როცა ურემი გადაბრუნდა”
შემდეგი სტატიამთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს