“დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე და არა ახლა როცა ურემი გადაბრუნდა”

ჩვენ პრინციპულად არ მიგვაჩნია პრობლემად ასეთ დებატებში მონაწილეობა, მზად ვართ კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან გავივლით კონსულტაციას და საბოლოო პოზიციას ერთად ჩამოვაყალიბებთ.

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მათთვის “ოცნებასთან” დებატები პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც, როგორც კაპანაძე განმარტავს, პარტიაში ამისთვის მზად არიან.

კაპანაძის თქმით, ჩვნდება სერიოზული ითხვები, თუ რამდენად რელევანტურია ახლა, არჩევნების შემდეგ დებატები.

“დებატები უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე იმ საკითხებზე რას, რაც ქვეყანას აწუხებს და არა ახლა როცა ურემი გადაბრუნდა, იმაზე თუ რა ფორმით გადაბრუნდა ეს ურემი, ამიტომ ცოტა პანიკის ნიშნებია ხელისუფლების მხრიდან, როცა ახლა იმაზე გვთავაზობენ დებატებს გაყალბდა თუ არა არჩევნები. არჩევნები არის უკვე გაყალბებული და ახლა ვართ ყველა იმ მდგომარეობაში, როცა დაიწერეს პროცენტი და არჩევანი აქვთ ახლა ან არალეგიტიმური პარლამენტი, ან ამ პროცესის ასე გაგრძელება, ან ახალი არჩევნები”. – ამბობს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ტინი კოქსი არ არის საქართველოს მოყვარული და პარტნიორი, ის ყოველთვის რუსეთის „პულკაში“ მოიაზრებოდა
შემდეგი სტატიამელია კობიაშვილზე: თავს მოვიჭრი, განცხადების ერთი აბზაცის დაწერის უნარიც არ შესწევს