მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 17:05

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს. ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 16 ნოემბერს გამოცემული დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

“ინფექციის [COVID – 19]შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება COVID-19-ის მართვისთვის მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6000 საწოლზე მეტი და თვის ბოლოდე კიდევ იგეგმება 2400 საწოლის დამატება. აღსანიშნავია, რომ COVID–19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სამედიცინო ჟანგბადი”,– წერია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2020 17:05