“შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს აწონილი”

ზოგი, ასე ვთქვათ, სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა გაზაფხულზე მსოფლიოში. რატომღაც, დავრწმუნდით იმაში, რომ არაფერი დაგვემართებოდა. ზაფხული, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი, ნორმალური იყო. ადამიანებმა სულ რომ დაივიწყეს ყველაფერი, მოჰყვა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ აღნიშნა, არავის ინტერესშია, ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, თუმცა,როგორც იმნაძე ამბობს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს აწონილი.

„ეს სულ ორი თვის წინ იყო. როგორ უნდა დაივიწყო ადამიანმა, რომ შენი თანამოქალაქე, დღეში 50 კაცი იღუპებოდა. გეგმა გამოცხადებულია, რა, როგორ იქნება. ასევე გამოცხადებულია, რომ თუ გარკვეული მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდეს. გარკვეული დრო არის ხოლმე საჭირო, რომ სიტუაცია შეაფასო. გგონიათ, ვინმეს სიამოვნებს, ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნას, ტრანსპორტი არ მუშაობდეს ან ბავშვები სკოლაში, ბაღში არ მიდიოდნენ. თვითონ ბავშვებს შესაძლოა, არაფერი ისეთი არ დაემართოს, მაგრამ ბებიები ჰყავთ სახლებში (თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ გარკვეული გართულება ბავშვებშიც არის). ამიტომ, ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: პოლიტპატიმრების გამოშვება პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების ჩანასახია
შემდეგი სტატიამელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან