მეგრელიშვილი: ახლა მთავარი საკითხია გადადგამენ თუ არა საბოლოო ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”

“ახლა მთავარი საკითხია გადადგამენ თუ არა საბოლოო ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”, რომლებმაც ამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ. ეს არის მთელი შინაარსი”, -ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის ოფისში განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ იკვეთებოდა.

“იმედი გვაქვს, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება და ჩვენი კოლეგები, სრული შემადგენლობით პარლამენტში შემოვლენ”,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, რით განსხვავდება შემოთავაზებული ახალი დოკუმენტი ძველისგან, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ სხვაობა არის, როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმში.

“განსხვავება არის ის, რომ თუ წინა ჯერზე “ქართულმა ოცნებამ” თავისი ინიციატივით დაამატა რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, ამ შემთხვევაში, მედიატორების მიერ იყო შემოთავაზებული იგივე, ოღონდ განსხვავებული მაჩვენებლით, 40 პროცენტის ნაცვლად,43 პროცენტია ახლა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია, გარკვეულწილად სიტუაციას ცვლის. მეორე საკითხი, ამჯერად ბევრად უფრო მკაფიოდ ითქვა, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმების შესახებ. მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა, რაც ჩემი აზრით, სერიოზულ საფიქრალს უჩენს “ნაციონალურ მოძრაობას”, უარი თქვას ამ წინადადებაზე თუ არა. რურუას საკითხზე ანალოგიურად შემოთავაზებული არის, რომ ორიდან ერთ-ერთი მექანიზმი გამოვიყენოთ, რათა გადაწყდეს ბატონი გიორგის საკითხი”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივაშაძე: დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოსთან
შემდეგი სტატიაბოკერია: ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი გამოსასწორებელია