ბოკერია: ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი გამოსასწორებელია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში, არის ძალიან კარგი პროგრესი, თუმცა, მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა მათთვის მიუღებელია.

ბოკერიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია.

“ძალიან კარგი პროგრესი არის ამ დოკუმენტში, იმასთან შედარებით, რაც გვქონდა, საკვანძო საკითხი პოლიტპატიმრების, არის მკაფიო, რომ მელია და რურუა სწრაფად გათავისუფლდნენ. მეორე, ასევე ძალიან კარგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც არის მკაფიო, მაგრამ ჩვენთვის მიუღებლად რჩება რა ტესტით მივდივართ ვადამდელამდე, ეს ერთი საკითხი არის აქ გამოსასწორებელი და მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად, მაგრამ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ქართული ოცნების წევრები საერთოდ არ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე, კომენტარს არ აკეთებენ და არაფერს იძახიან.

ვადამდელის თვითმმართველობაზე მიბმა არის ჩვენთვის მიუღებელი, ან პირდაპირი შეთანხმება და ვადებზე მოქნილები ვართ, ან პლებისციტი. ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია და მათ მოსაზრებას მოვუსმენ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ ვადამდელის თვითმმართველობის შედეგებზე მიბმა არასწორი ტესტია”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი: ახლა მთავარი საკითხია გადადგამენ თუ არა საბოლოო ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობა” და “ოცნება”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: არ მომწონს ეს დოკუმენტი, ერთადერთი, პოლიტპატიმრების საკითხია უკეთ გაწერილი