მეგი ბაქრაძის საქმე – ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ. გარდა ამისა, მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

“სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ არის გამოკითხული მნიშვნელოვანი მოწმე, კერძოდ საუბარი გვაქვს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკის ხელმძღვანელზე, ბატონ ლევან რატიანზე. რატიანი არის პიროვნება, ვისაც შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა”, – თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.

პროკურატურამ გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალები გადასცა, თუმცა 3 ჩვენება გამქრალია. ადვოკატების თქმით, მათ შორის ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იმ მოწმეს ეკუთვნის, რომელიც კლინიკა “იმედის” თანამშრომელია.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ჩვენებები შესაძლოა დამალული იყოს. მათი განცხადებით, ამ დრომდე ამოღებული არაა ვაქცინის ამპულა, ასევე, ვიდეო-ჩანაწერები.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას