მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ – საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ უკრაინასა და საქართველოს აქვს საერთო პრობლემა, საერთო გამოწვევა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„უკრაინასა და საქართველოს ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევროკავშირთან ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩვენ ერთიანობა და გვერდი-გვერდ დგომა არაერთხელ გამოგვიხატავს. ამ ბრძოლაშიც, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რატომ გაკეთდა ერთი კვირის დაგვიანებით უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადება, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ რეაგირება არასდროს არის გვიან.

„ი,ს რაც უკრაინაში ხდება, მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს. საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აქტიურად უჭერს მხარს. იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც. ამ ბრძოლაში უკრაინასთან ერთად, საქართველოც არის ჩართული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის საქმე – ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ
შემდეგი სტატიაკოვზანაძე – ჩვენი ამოცანაა, პენსიონრებს ყოველდღიური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ