ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა. მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისერგეენკო – ჩინურ ვაქცინაზე შესაძლოა, კონკურენციის გამო, შავი პიარი მიმდინარეობდეს
შემდეგი სტატიამეგი ბაქრაძის საქმე – ადვოკატები ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ