მედვედევის გადაყენების შესახებ პეტიციამ 150 ათასზე მეტი ხელმომწერი დააგროვა

მედვედევის გადაყენების შესახებ პეტიციამ 150 ათასზე მეტი ხელმომწერი დააგროვა

2რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის გადაყენების შესახებ პეტიციამ, რომელიც Change.org-ზე გამოქვეყნდა, 150 ათასზე მეტი ხელმომწერი დააგროვა.
მიმდინარე კვირას, მედვედევმა მასწავლებლებს სხვა სამსახურის ძებნა შესთავაზა, თუკი ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი ხელფასით.
“ფულის შოვნა თუ გინდათ, არის უამრავი მშვენიერი ადგილი, სადაც ამას უფრო სწრაფად და უკეთესად შეძლებთ. ან, იგივე ბიზნესი” – თქვა პრემიერმა პედაგოგებთან შეხვედრაზე.
პეტიცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზეა შედგენილი. მისი ავტორები მედვედევისგან, ასევე, მასწავლებლებისათვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარს სამი დღით დაკეტავენ
შემდეგი სტატიაგელათისა და მოწამეთას ტაძრების ირგვლივ საუკუნოვანი კოლხური ბზის ხეები ხმება