გელათისა და მოწამეთას ტაძრების ირგვლივ საუკუნოვანი კოლხური ბზის ხეები ხმება

ბზამოწამეთაში დავით და კონსტანეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის მონასტრის ირგვლივ რამდენიმე ჰექტარზე საუკუნეების წინ გაშენებულ კოლხურ ბზას დაახლოებით ერთი თვის წინ დაავადება გაუჩნდა. ბზის ხეები ფაქტობრივად გამხმარია.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის თქმით, მსგავსი ფაქტი არავის ახსოვს. მათივე განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის რამდენჯერმე უკვე მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიმედვედევის გადაყენების შესახებ პეტიციამ 150 ათასზე მეტი ხელმომწერი დააგროვა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი თელავში გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს