მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულმა ოლიგარქმა, ვიქტორ მედვედჩუკმა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ოლიგარქის თქმით 2014 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა პოროშენკომ „კარპატი – დასავლეთის მაგისტრალის“ მილსადენის, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის შესაძენად, რუსეთის მთავრობასთან და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, 2014 წელს უკრაინაში ამ მილსადენის წინააღმდეგ სასამართლო საქმის წარმოება მიმდინარეობდა, თუმცა პრეზიდენტის მიერ მთელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ყველაფერი ჩაიფარცხა და მან მილსადენის უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ნაწილის შეძენა მაინც მოახერხა.
გარდა ამის, ოლიგარქმა პოროშენკოს მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირის შეძენის საკითხზეც ისაუბრა და მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად, შს მინისტრი და მთავარი პროკურორიც დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს, რასაც გლობალური შედეგები მოჰყვება – ლეიენი
შემდეგი სტატიავიდრე ყველა ამოცანა არ შესრულდება, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს – შოიგუ