რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს, რასაც გლობალური შედეგები მოჰყვება – ლეიენი

რუსეთი სურსათის მარაგს იარაღად იყენებს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთი სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ისეთივე ტაქტიკას იყენებს, როგორც ენერგორესურსებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა კი, მარცვლეულისა და სასუქის გლობალური ფასების ზრდა და სასურსათო კრიზისი გამოიწვია. ამავდროულად რუსეთი, უკრაინას ართმევს მარცვლეულს, ტექნიკას და ბლოკავს ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან.

ევროკომისიის პრეზიდენტი, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდეს, რათა დაუპირისპირდეს მოსკოვის ამ “შანტაჟს”.

banner
წინა სტატიაშიდანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს
შემდეგი სტატიამედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა