ვიდრე ყველა ამოცანა არ შესრულდება, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს – შოიგუ

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კიევის რეჟიმისთვის დასავლეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენისა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“, – აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს, რათა ევაკუაცია განხორციელდეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აიცილოს.

„იმისთვის, რომ მოსახლეობამ დასახლებები დატოვონ, გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები“, – განაცხადა შოიგუმ.

banner
წინა სტატიაშიმედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიაკობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება – ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება – დეკანოიძე