მედიის ცნობით, უკრაინა გერმანიიდან თვითმავალი საზენიტო იარაღის პირველ პარტიას ივლისში მიიღებს

უკრაინა ივლისში მიიღებს პირველ 15 ერთეულ თვითმავალ საზენიტო იარაღს გერმანული სამრეწველო საწყობებიდან. როგორც უკრაინული მედია გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობნით წერს, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა უკრაინელ კოლეგა ალექსეი რეზნიკოვთან საუბრისას განიხილა.

გადასაცემი პაკეტი ასევე მოიცავს გერმანული არმიის მხრიდან სასწავლო მხარდაჭერას, 60 000 ათასამდე საბრძოლო მასალის მიწოდებას და ზაფხულში კიდევ 15 ერთეული დანადგარის მიწოდებას.

„დღეს მე ვისაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგა რეზნიკოვთან და მან კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ უკრაინას სურს გერმანიიდან „გეპარდის“ ტიპის საზენიტო ტექნიკის უსწრაფესი მიწოდება. „გეპარდი“ არის ეფექტური იარაღი, რომელსაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგალითად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ პირველი 15 ერთეული „გეპარდი“ მზად იყოს მოქმედებებისთვის ივლისის შუა რიცხვებიდან, სრულად მომზადებულ ეკიპაჟთან ერთად“, – განაცხადა ლამბრეხტმა უკრაინელ კოლეგასთან ვიდეოფორმატით საუბრის შემდეგ.

წინა სტატიაშიგანცხადებებით, რომლებიც ხშირად გამოხტომებს ემსგავსება, გაცილებით უფრო ართულებენ მდგომარეობას – არ შეიძლება კრამონმა შენიშვნა გამოთქვას, მოითხოვოს უპირობოდ შესრულება და ქედმოხრილი იყოს მის წინაშე ხელისუფლება – ვოლსკი
შემდეგი სტატიადანია საქართველოში საელჩოს გახსნის