მედია – რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება

დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები საკუთარ ბაზებზე დაბრუნებას იწყებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ,“ – განაცხადა კონაშენკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წვრთნებს რიგ რაიონებში.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ფართომასშტაბიანი წვრთნების სერიას ჯარისკაცებისა და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ჯარები ჩართულია,“- განაცხადა კონაშენკოვმა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი უმრავლესობას – ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რომ წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი
შემდეგი სტატია15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე – ზახაროვა