მედია: ამერიკული დაზვერვა ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას გეგმავს

მედია: ამერიკული დაზვერვა ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას გეგმავს

მედია: ამერიკული დაზვერვა ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას გეგმავსაშშ-ს დაზვერვის სამსახურის ახალი მონაცემები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას პროგნოზირებენ. როგორც დღეს ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემა The Daily Beast-მა გამოაქვეყნა, მოხსენება სპეციალურად თეთრი სახლის შეკვეთით დაკეთდა და ის შეასრულეს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო განყოფილებამ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და სხვა ამერიკულმა სადაზვერვო ჯგუფებმა.

“ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს შეეხება, დაჯგუფება მთელს მსოფლიოში გაიფანტება და გაძლიერდება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ დამარცხდებიან სირიასა და ერაყში” – ამერიკის ადმინიტსტრაციას ციტირებს გამოცემა. მოხსენების თანახმად, ტერორისტებს უკვე აქვთ ქსელი მსოფლიოში, რომლებმაც უკვე შეფიცეს ერთგულება ისლამურ სახელმწიფოს.
“მოხსენებაში არაფერია ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცოდით” – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მოხსენებაში მხოლოდ მითითებულია ქვეყნები, სადაც ახლა არიან დაქსაქსული ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები.

banner
წინა სტატიაში“მატერიალური ზარალი არის უმნიშვნელო და ვერც იქნება დიდი”- გიორგი ქადაგიძე ბანკებიდან ფულის გატაცებაზე
შემდეგი სტატიაგერმანია და საფრანგეთი შენგენის შიდა საზღვრების გაძლიერებას ითხოვენ