გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკომისიას მოწოდებით მიმართეს “ევროკავშირის მოქალაქეები სისტემატურად შეამოწმონ შენგენის შიდა საზღვრებზე” – ამის შესახებ ინფორმაციას დღეს გერმანული სააგენტო dpa აქვეყნებს იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა. უფრო მეტიც – წერს სააგენტო – “ბერლინი და პარიზი შენგენის კანონის მიზანმიმართულ რეფორმირებას ითხოვენ”.
დღესვე გერმანულმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-მა დაწერა, რომ ევროკავშირის საზღვრების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმად საზღვრის დაცვის სააგენტოს “ფრონტექსის” უფლებამოსილების გაზრდა იქნება.
15 დეკემბერს ევროკავშირში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.