“მატერიალური ზარალი არის უმნიშვნელო და ვერც იქნება დიდი”- გიორგი ქადაგიძე ბანკებიდან ფულის გატაცებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკებიდან ფულის გატაცების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგი ქადაგიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბანკების ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
“რაც შეეხება კომერციული ბანკების მატერიალურ ზარალს, მატერიალური ზარალი არის უმნიშვნელო და ვერც იქნება დიდი. ეს რისკები დაცულია და ბანკების ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით რა თქმა უნდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება თვითონ ფაქტების გახშირებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მიმართა, რომ ეს კითხვა სამართალდამცველ ორგანოებს უნდა დაუსვან.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: 70-იანი წლების შემდეგ ასეთი აღმშენებლობა ენერგეტიკის დარგში არ ყოფილა
შემდეგი სტატიამედია: ამერიკული დაზვერვა ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოში გაძლიერებას გეგმავს