მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ

მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილსის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ დიპლომატებთან მუშაობა. “დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მეც კი არა, მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2012 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა. მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურა გაართულა
შემდეგი სტატია,,ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში”