ტრამპმა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურა გაართულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც მიგრანტებს, რომელთაც დოკუმენტები არა აქვთ და აშშ-ში შევიდნენ მექსიკიდან, თავშესაფრის მიცემას უზღუდავს. გამკაცრებული პროცედურა დაკავშირებულია მრავალათასიან ქარავანთან, რომელიც აშშ-სკენ მიემართება. ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, პირებს, რომლებიც არაკანონიერად გადაკვეთენ მექსიკა-აშშ-ს საზღვარს, უფლება არ ექნებათ ამერიკაში თავშესაფარი ითხოვონ – “ბიბისი” წერს.

ახალი წესები არ შეეხება იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მშობლების გარეშე მოხვდებიან.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კავშირმა ტრამპის განკარგულებას “არაკანონიერი” უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ს კონსტიტუციით ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნა შეუძლია ყველა პირს იმის მიუხედავად, საიდან მოხვდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

banner
წინა სტატიაშიპატარა აფხაზმა მოდელმა მოსკოვში სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა
შემდეგი სტატიამე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ