,,ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში”

ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკრებულოში, დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა. ასევე, დავით ზალკალიანი სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების დამონტაჟებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

“კიდევ ერთხელ მინდა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე მივულოცო. ეს ადამიანები მართლაც ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში ატოცში საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს მავთულხლართების დამონტაჟება. ეს არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით ძალინ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. მოგეხსენებათ, რომ მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. გუშინ ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მიეცემა შესაბამისი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ბუნებრივია, არ მოვაკლებთ მცდელობას, რომ საქართველოს საკითხი მომავალშიც მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიმე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ
შემდეგი სტატია“გირჩი” სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს