“მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება”-დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქის მიმართ მორიგ ბრალდებას ეხმაურება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მორიგ სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა.

როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს გაჟღერებულ ბრალდებებს.

რაც შეეხება დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვის საკითხს, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი კი მისი ინფორმაციით, პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა.

“მეუფე პეტრეს განცხადებებს ვერ დავადასტურებ, მაგრამ მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება…

პროკურატურას არ ჰქონდა მტკიცებულებები და სასამართლო სხდომები ამიტომ დაიხურა. ასევე, ჩემი ძმა მესამე პირზეც საუბრობს და სავარაუდოდ, ეს მესამე პირი სასულიერო პირია, რომელიც სასამართლო სხდომების დახურვასთან კავშირშია. დღეის გადმოსახედიდან ეს, სავარაუდოდ, სოდომურ ცოდვასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, მაღალი სასულიერო პირი იქნება, რადგან დაბალი სასულიერო პირები არავის აინტერესებს,” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი ბიზნესომბუდსმენი, სავარაუდოდ, შსს-ის მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი იქნება
შემდეგი სტატიაწყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება