წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს გავლილი. 2014 წელს ავსტრიული კომპანიის მიერ გაკეთებულია კურორტის განვითარების ხედვა,რაც იქნება საფუძველი ჩვენი გენგეგმისთვის. გენგეგმა უფრო დეტალებში დაამუშავებს ამა თუ იმ ზონის განვითარებას, დაამუშავებს საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროებას, იქნება ეს დამატებითი სარეკრეაციო სივრცეები, საზოგადოებრივი პარკინგები, თავშეყრის ადგილები, თუ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის გენგეგმის ნაწილი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ასეთი ტიპის ზონებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გენგეგმაზე უახლეს მომავალში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელშიც ყველა იმ არქიტექტურულ კომპანიას, ქართულს თუ უცხოურს, ექნება საშუალება, ჩაერთოს, რომელსაც აქვს სურვილი, წყალტუბოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. გენგეგმის შექმნის პროცესი კანონის მიხედვით, მოითხოვს საჯარო განხილვებს, კანონით გვაქვს დადგენილი ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამაც დღესაც გაიჟღერა შეხვედრაზე. იქნება ეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, კულტურული მემკვიდრეობის დამატებითი ძეგლების იდენტიფიცირება თუ ასე შემდეგ“, – აღნიშბა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება”-დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქის მიმართ მორიგ ბრალდებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასოხუმის უღელტეხილზე დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის მასივი იწვის