ახალი ბიზნესომბუდსმენი, სავარაუდოდ, შსს-ის მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი იქნება

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძეს სავარაუდოდ, შსს-ს მაღალჩინოსანი მიხეილ დაუშვილი შეცვლის. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულა ავრცელებს. დაუშვილი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორია.

ლექვინაძემ დღეს, წასვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერმინისტრი ნიშნავს. მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, ლექვინაძემდე თავად იკავებდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას, შემდეგ კი პრემიერობამდე, შსს მინისტრი იყო.

banner
წინა სტატიაში“და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის გარშემო ახალი სკანდალია-ფილმს მომჩივანები გამოუჩნდნენ
შემდეგი სტატია“მე როგორც მას ვიცნობ, არასდროს იტყუება”-დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქის მიმართ მორიგ ბრალდებას ეხმაურება