მე მინდა სხვა სახით შეგახედოთ ამ პანდემიაზე – მეუფე იაკობი

როგორც ბერი, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მაინც მასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ტავის ქადაგებაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი პანდემიას და მისგან გამოწვეულ შეზღუდვებს დაუთმო.

იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლასა და ომებში ძლიერები გაიმარჯვებენ, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდა, შიში დაივიწყონ და ფრთხილად იყვნენ.

“ჩვენ ახლა ქართველები ვართ, სხვა ერებიც ასე იქნებიან, მოსიყვარულე ერი ვიყავით და ვიცით. ბავშვობიდან მახსოვს, როგორი ნათესაობა გვქონდა, როგორი ახლობლობა გვქონდა, როგორი მისვლა მოსვლა და რაღაც გვქონდა და ახლა სულ გარე-გარეთ გავიდეთ, მე მასეთი ცხოვრებაც არ მინდა. როგორც ბერი, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, მაინც მასე ვცხოვრობდი, არც ზედმეტად ვიბან და არც ისე.

სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით ხო მაგი, ხელის ბანა არის თუ პირის. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

მე მინდა სხვა სახით შეგახედოთ ამ პანდემიაზე, როდესაც პანდემია ხდება, ან დიდი ომები ხდება, ან კლიმატური ცვლილებები ხდება, კაცობრიობაც გადაეწყობა ხოლმე, და ფაქტიურად ჩვენს გენებს ბუნებრივად ეძლევა ახალი შესაძლებობები, რომ იმ პირობებში, არათუ არსებობა შეძლონ, გამარჯვებით გამოვიდნენ.

პროგრესიც დიდია ხოლმე და ბევრი კარგიც ხდება, სამწუხაროდ ეს ცუდი უნდა გავიაროთ, ესაა მსოფლიო ომები თუ პანდემიები. თუ დააკვირდებით, საზოგადოებაც იზრდება, ყოველი პანდემიის მერე იზრდება. თუ მანამდე რაღაცაზე არ ფიქრობდი, ბევრ ახალზე ფიქრობ, თითოეული ადამიანის სიკეთისთვის ბევრი რამე ხდება. ბრძოლა არსებობისთვის ხდება და ძლიერები გადარჩებიან, ამიტომ შიში დაივიწყეთ, მაგრამ დალხენილიც არ ვიყოთ. ფრთხილად ვიყოთ”,- თქვა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელია, რომ ვაქცინა იმაზე მეტს აფუჭებდეს, ვიდრე გააკეთებს – პედიატრები მოზარდების აცრაზე
შემდეგი სტატიაქართული ოცნება საოლქო საარჩევნო კომისიებს საკუთარი შემომწირველებით აკომპლექტებს