ქართული ოცნება საოლქო საარჩევნო კომისიებს საკუთარი შემომწირველებით აკომპლექტებს

ქართული ოცნება საოლქო საარჩევნო კომისიებს საკუთარი შემომწირველებით და ისეთი ადამიანებით აკომპლექტებს, რომელთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კითხვები ჰქონდათ.

საოლქო კომისიების უკვე დამტკიცებული შემადგენლობები “სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა” შეისწავლა.

ორგანიზაციის განმარტებით ჩნდება შთაბეჭდილება რომ ამ პირების დანიშვნა წინასწარ იყო შეთანხმებული. სამოქალაქო პლატფორმა მოუწოდებს ცესკოს რომ კანდიდატები შეარჩიონ არა ნეპოტიზმით, არამედ კვალიფიკაციისა და მიუკერძოებლობის ნიშნით.

banner
წინა სტატიაშიმე მინდა სხვა სახით შეგახედოთ ამ პანდემიაზე – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთ