მდინარაძე: კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებსთვის თბილისის მერობის პოსტისთვის კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა.

მისივე თქმით, ოთხი წლის განმავლობაში კახა კალაძე ძალიან წარმატებული მერი იყო.

„შეიძლება, „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიცია გაერთიანდეს და მეტი გარანტია იყოს პირველივე ტურში მათი კანდიდატის დამარცხების. კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი. სოციალურ ქსელებს გადახედეთ, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ამაზე საუბრობენ. ოპოზიცია რამდენიმე კანდიდატს წარადგენს თუ ერთს, კახა კალაძე ნებისმიერ შემთხვევაში უალტერნატივოა. მისი უალტერნატივობა არ გამოიხატება მისი ძალიან წარმატებული ცხოვრებიდან, არამედ გამომდინარეობს მის მიერ გაკეთებული საქმეებიდან ოთხი წლის განმავლობაში – თბილისი გახდა უფრო მწვანე ქალაქი, ვიდრე ოდესმე იყო. ბევრი საკითხი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რაც უშუალოდ კახას დამსახურებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს ჩავერიე იმ კუთხით, რომ გავარიდე იმ სიტუაციას საერთოდ
შემდეგი სტატიავაშაძე: ამ ქვეყანაში კორუფცია მანამდე იქნება, ვიდრე მართლმსაჯულებას კორუმპირებული კლანი აკონტროლებს